წყალი მთელი დღით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1785393638
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ფრანგული ტელეარხის ცნობით, ხელისუფლება მას ფრანგულ ტელევიზიასა და რადიოში კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საქმესთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების შემდეგ ფიოდოროვა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მას ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება ევალება.
დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ საზოგადოებას რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის ყოფილი ჟურნალისტის გავლენის შესახებ. მათი შეფასებით, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
ფიოდოროვას დამსაქმებლებმა განაცხადეს, რომ მისი გაძევების გადაწყვეტილებამ ისინი „გააოცა“ და მას „გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებით მძიმე დარღვევა“ უწოდეს.
ფიოდოროვა, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში აკრძალული RT France-ის ხელმძღვანელი იყო, ამჟამად ფრანგი მილიარდერის, ვინსენ ბოლორეს მედიაჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების ჟურნალისტია.