მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით
1768249633
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში BlackRock-ის გლობალური ფიქსირებული შემოსავლის მიმართულების მთავარ საინვესტიციო ოფიცერ რიკ რიდერთან გასაუბრებას გამართავს, შესაძლოა ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ახალ თავმჯდომარედ დანიშნოს - ამის შესახებ ადმინისტრაციის წყაროებმა FOX Business-ს განუცხადეს.
წყაროების თქმით, რიდერთან ინტერვიუ ხუთშაბათს, თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ტრამპი, ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დენ სკავინოა.
წყაროების ინფორმაციითვე, ეს იქნება მეოთხე და ბოლო გასაუბრება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის, შემცვლელად განიხილებიან, რომლის თავმჯდომარეობის ვადაც 15 მაისს იწურება.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი არჩევანს იანვარში გააკეთებს.