“ტანსაცმლის ბაზრობა იწვის” - რა ხდება ამ წუთებში ვაგზალზე
1745986445
დღეს, 26 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის მელანია ტრამპს 55 წელი შეუსრულდა. თუმცა, ხმაურიანი წვეულების ნაცვლად, იგი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე იმყოფებოდა.
მელანია და დონალდ ტრამპები ხელჩაკიდებულებმა წმინდა პეტრეს მოედანზე გაიარეს.
როგორც ყოველთვის, მელანია უნაკლოდ გამოიყურებოდა. მას შავი ზედა და კლასიკური ქვედაბოლო ეცვა, სიგრძით მუხლამდე. მელანიამ ასევე ზედმიწევნით დაიცვა დრესკოდი, როცა დახურული შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა, როგორც ამას მოითხოვს კათოლიკური ტრადიციები დაკრძალვის ცერემონიებზე.
ცერემონიის საპატიო სტუმრებს შორის იყო ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის გვერდით დაჯდა.
რომის პაპი 88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა.