სიახლე, რომელიც კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა
1770191727
კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონების საერთო ღირებულებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მასკის ქონება დღეის მდგომარეობით 852,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ქონება საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კოსმოსური კომპანია SpaceX-ი და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპი xAI გაერთიანდნენ. გაერთიანებული კომპანიის ღირებულება 1,25 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მასკმა ქონების ღირებულების ოთხი რეკორდი მოხსნა. 2025 წლის ოქტომბერში მასკი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 500 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეკემბერში კომპანია SpaceX-ის ღირებულების ზრდის წყალობით მისმა ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მასკის ქონებამ 700 მილიარდ დოლარს მიაღწია.