„ფოქს ნიუსი“ - საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს და სხვა ოფიციალურ პირებს საიდუმლოდ შეხვდა და ირანთან დეესკალაციის მცდელობები განიხილა

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი, პრინცი ხალიდ ბინ სალმანი, 3 ივლისს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სხვა ოფიციალურ პირებს საიდუმლოდ შეხვდა და ირანთან დეესკალაციის მცდელობები განიხილა.

ხალიდ ბინ სალმანი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის უმცროსი ძმაა.

„ფოქს ნიუსის“ წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები მოიცავდა ირანთან დეესკალაციისა და მოლაპარაკებების საკითხებს.

მოლაპარაკებები ასევე ეხებოდა ღაზის სექტორში ომის დასრულებას, დარჩენილი მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად მუშაობას. საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მისაღწევად უნდა გადაიდგას.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი აშშ-თან თავდაცვისა და სავაჭრო შეთანხმების დასრულების პროცესშია.