გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
ფლორიდის შტატის ბრევარდის ოლქის შერიფმა, უეინ აივიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების წინ, ძალადობრივი მომიტინგეებისა და არეულობის მონაწილეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა.
„თუ ჩვენს რომელიმე თანამშრომელს აგურს, ცეცხლგამჩენ ბომბს ესვრით ან იარაღს დაუმიზნებთ, თქვენს ოჯახებს შევატყობინებთ, სად შეაგროვონ თქვენი ნეშტი. მოგკლავთ. ჩვენ არ ვაპირებთ თამაშს. თუ შეგვაფურთხებთ, ჯერ საავადმყოფოში წახვალთ, შემდეგ კი ციხეში“, - განაცხადა უეინ აივიმ.
„თუ რომელიმე ჩვენგანს დაარტყამთ, საავადმყოფოში და ციხეში აღმოჩნდებით - და დიდი ალბათობით აქ მყოფი ჩვენი დიდი, ლამაზი ძაღლებიდან ერთ-ერთი გიკბენთ. თუ ბრევარდის ოლქში ბრბო მანქანის ალყაში მოქცევას შეეცდება - მის გარშემო შეიკრიბებით და მძღოლს წასვლის საშუალებას არ მისცემთ, დიდი ალბათობით, გადაგივლიან“, - დასძინა მან.