გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ქარიშხალი „მილტონი“ მეხუთე კატეგორიის შტორმამდე გაძლიერდა და ფლორიდას უახლოვდება. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 285 კილომეტრს შეადგენს. ახლა „მილტონი“ მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე მძვინვარებს.
აშშ-ის ტერიტორიაზე მას ოთხშაბათს ელოდებიან და სპეციალისტების ვარაუდით, იმ დრომდე ის უფრო გაძლიერდება და „პოტენციურად კატასტროფული“ გახდება. ამის გამო ფლორიდაში ევაკუაცია გამოცხადდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც ამ რეგიონს დაატყდა თავს. მანამდე ქარიშხალ „ჰელენს“ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.