1745005362
„მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში იმ მარტივი რიტუალის შესახებ წერს, რომელიც მთვარის დაბნელების დროს უნდა გავაკეთოთ.
„კეთდება აუცილებლად პიკამდე, ღამით (დილამდე).
დაანთეთ თეთრი სანთელი, აიღეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი (თუ არ გაქვთ გააკეთეთ ფურცელზე) დაწერეთ.
თითოეულ ფოთოლზე თითო პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, დაწერეთ ერთი სიტყვით (აზრობრივად განავრცეთ),
მაგ: ვალები (შინაარსი კი განავრცეთ, რა ტიპის ვალია, რამდენია, რამდენად გაწუხებთ, იგრძენით სხეულით ის დისკომფორტი რომელსაც გიქმნით ეს მდგომარეობა, სად არის ეს დისკომფორტი თქვენს სხეულში, რა ადგილასაა, ეცადეთ ყველაფერი დეტალურად გაიაზროთ.)
(შეგიძლიათ დაწეროთ: ღალატი, დაშორება, ავადმყოფობა, ტკივილი, ალკოჰოლი. თითოეულ სიტყვას ფოთოლზე კი აზრობრივად განავრცობთ).
იღებთ ამ ფოთოლს/ფურცელს და წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით: „წარმავალო სამყაროვ, შეცვალე ის, რაც აქამდე მტანჯავს, ცეცხლის ძალავ, წაიღე ის, რაც ხელს მიშლის. წარსული წარსულთან, ძველი წარმავალთან,ფერფლი ფერფლთან. დაე იყოს ასე!“
დაწვით ფოთლები/ქაღალდის ფურცლები სანთლის ალზე, ფერფლი კი წყალს გაატანეთ“, - წერს ასტროლოგი.