1734793091
ფლორიდას „ჰელენის“ შემდეგ ახალი ქარიშხალი უახლოვდება
დამანგრეველი ქარიშხლის, „ჰელენის“ შემდეგ, ფლორიდა ახალი სტიქიის მოლოდინშია. მეტეოროლოგების პროგნოზით შტატს ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება, რომელსაც პირველი კატეგორიის შტორმის კლასიფიკაცია მიენიჭა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის საათში 140 კილომეტრს შეადგენს და კიდევ უფრო ძლიერდება.
მოსახლეობამ გამაფრთხილებელი შეტყობინება უკვე მიიღო, შტატის ხელისუფლება კი მოსახლეობის შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადება.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „ჰელენს“ აშშ-ში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.