როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისმა მედია სააგენტოს მეშვეობით ინფლუენსერები დააფინანსა, რათა 2023 წელს სლოვაკეთის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა.
მისი თქმით, სლოვაკეთი დაიბარებს ბრიტანეთის ელჩს, რომლისგანაც ყველა დეტალის ახსნას მოითხოვს.
„მიზანმიმართული მოქმედება განხორციელდა უცხო ქვეყანის მიერ, რომელიც ჩვენი მოკავშირეა ნატოში, სლოვაკ ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ ინფლუენსერებთან თანამშრომლობით, რათა 2023 წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინათ“, - განაცხადა ფიცომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისმა მედია სააგენტოსთან თითქმის 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.
„ამ სააგენტოს დავალება იყო, მოეძებნა ინფლუენსერები და პოლიტიკური აქტივისტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და გავლენა მოეხდინა მიმდინარე მოვლენებზე ამ ქვეყნებში“, - დასძინა მან.