1753907233
CNN: ცუნამის შესახებ გაფრთხილების ფონზე ჰავაის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სასტუმროები სტუმრების ევაკუაციას ახდენენ

ცუნამის შესახებ გაფრთხილების ფონზე ჰავაის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სასტუმროები სტუმრების ევაკუაციას ახდენენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სტუმრები სკოლის ავტობუსებით გადაჰყავთ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით.
ანამდე ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც 8.7 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა რუსეთის ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაახლოებით 136 კილომეტრის მანძილზე, 19 კილომეტრის სიღრმეზე.
ეს მიწისძვრა ყველაზე ძლიერია 2011 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9.0-9.1 მაგნიტუდის მეგამიწისძვრა მოხდა.