1753905856
ცუნამის პირველი ტალღა იაპონიის ჩრდილოეთით, ჰოკაიდოს სანაპირო ზოლს მიუახლოვდა

ცუნამის პირველი ტალღა იაპონიის ჩრდილოეთით, ჰოკაიდოს სანაპირო ზოლს მიუახლოვდა.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე დაახლოებით 30 სანტიმეტრს შეადგენს.
რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს გაფრთხილებები, რომ შემდგომი ტალღები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
მანამდე ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც 8.7 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა რუსეთის ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაახლოებით 136 კილომეტრის მანძილზე, 19 კილომეტრის სიღრმეზე.
ეს მიწისძვრა ყველაზე ძლიერია 2011 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9.0-9.1 მაგნიტუდის მეგამიწისძვრა მოხდა.