მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
24 წლის ფინური წარმოშობის ამერიკელმა ოლივერ რასელმა და მისმა 20 წლის შეყვარებულმა ჰელენა ტომაშევსკაიამ ფინეთში უკაცრიელი კუნძული იყიდეს, რადგან ის სახლზე იაფი აღმოჩნდა.
New York პოსტი წერს, რომ ოლივერი კალიფორნიაში ცხოვრობდა, ახლა კი ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლობს. ჰელენა მან ფინეთში გაიცნო და მასთან ერთად პატარა სახლის ყიდვაზე ოცნებობდა, რომელსაც საუნაც ექნებოდა. მაგრამ ასეთი სახლის ფასი წყვილისთვის ძალიან მაღალი იყო, ამიტომ მათ სახლის დამოუკიდებლად აშენება გადაწყვიტეს.
სახლისთვის ნაკვეთის ძებნისას წყვილი გადააწყდა განცხადებას პატარა კუნძულის გაყიდვის შესახებ. მესაკუთრე კუნძულს 32 ათას ევროდ აფასებდა, თუმცა ოლივერმა ფასის 28 ათასამდე დაგდება მოახერხა და ახლა 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე სამუშაოებს აწარმოებს.
მან და ჰელენამ უკვე დადგეს კუნძულზე კარავი, რომელშიც საწოლი, მაგიდა და სკამებია, ააშენეს პატარა საშხაპეც. ნივთები კუნძულზე წყვილს ნავით გადმოაქვს. სულ მალე კი ისინი საუნის აშენებასაც გეგმავენ.