1751621709
ფინეთის ქალაქ ტამპერეს სავაჭრო ცენტრთან დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა

ფინეთის ქალაქ ტამპერეს სავაჭრო ცენტრთან დანით შეიარაღებულმა პირმა თავდასხმა მოაწყო. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს, რომელიც სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს.
მომხდარის სხვა დეტალები არ ვრცელდება.