ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

სოციალური მედია

 ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინიციატივის ავტორი, ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრი, მოტივად სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ზიანისგან მცირეწლოვნების დაცვას ასახელებს.

მისი თქმით განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ამ ზაფხულს ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაულები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც სოციალური მედია უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, ეს მაშფოთებს, როგორც მინისტრი, როგორც დედა და ასევე, როგორც ყოფილი იურიდიული თანაშემწე - მე ბევრ ბავშვს ვეხმარებოდი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. იმედი მაქვს, რომ სოციალური მედიის აკრძალვა ასევე უზრუნველყოფს მხარდაჭერას, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რათა ის გამოყენებული იყოს როგორც საფუძველი სახლში სოციალური მედიის გამოყენების შესახებ საუბრებისთვის“, - აღნიშნა ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრმა.