Financial Times: ვიქტორ ორბანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში პირველად ჩავა

ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად ჩავა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 2 ივლისს, კიევში შეხვდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გუშინ უნგრეთი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რამდენიმე დღის წინ ორბანმა და ზელენსკიმ უკვე გამართეს მოკლე მოლაპარაკებები ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში.

ორბანმა კი მანამდე განაცხადა, რომ უნგრეთი არ ეთანხმება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.