Figaro: საფრანგეთში შესაძლოა ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური აღადგინონ

საფრანგეთის ჯარი

გამოცემა Figaro-ს ცნობით, რუსული აგრესიის საფრთხის გამო, საფრანგეთში შესაძლოა ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური აღადგინონ. გამოცემა წერს, რომ შესაბამის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 27 ნოემბერს გააკეთებს.

პროგრამაზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ყოველწლიურად 10-დან 50 ათასამდე ახალგაზრდის მიზიდვას გულისხმობს. სამხედრო მომზადება კი 10 თვე გაგრძელდება.

საფრანგეთის მთავრობის მიზანი ეროვნული ერთიანობის გაძლიერება და კრიზისული სიტუაციებისთვის ჯარისკაცების რეზერვის შექმნაა. სამხედრო სამსახურში მსგავსი რეფორმის გატარების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გერმანიამაც გააკეთა.