ფეისბუკი 21 წლის გახდა - მარკ ცუკერბერგი პოსტს აქვეყნებს

facebook

დღეს „ფეისბუკის“ დაბადების დღეა. 21 წლის წინ, მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელი შექმნა, რომელმაც მსოფლიო „დაიპყრო“. მეტას დამფუძნებელი ფეისბუკზე მისალოც პოსტს აქვეყნებს: “გილოცავ დაბადების დღეს, facebook“.

პოსტს უამრავი მომხმარებელი გამოეხმაურა. 

„შენი დაბადების დღეა, ფეისბუკ, და შენ ამდენ ადამიანს აბედნიერებ, როცა მთელ მსოფლიოში გვაკავშირებ.
მოდით, დავლიოთ იმ ჭკვიანი ადამიანების პატივსაცემად, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეს.

„ეს ნათლად აჩვენებს მეტას გრძელვადიან აზროვნებას - პირადი სუპერინტელექტიდან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასა და ოპერაციებამდე. 2026 წელი, როგორც ჩანს, გადამწყვეტი წელია იმისა, თუ როგორ ხდება ტექნოლოგია ნამდვილად „პირადი“. საინტერესო დრო გველის წინ“.

„შემდეგ ჯერზე, როცა ფეისბუკს გავხსნი, მინდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრას: „ძმაო, დაიძინე - დღეისთვის საკმარისი კონტენტი ნახე“. 
თუ მეტას ამის გაკეთება შეუძლია, მე ამას ნამდვილ სუპერინტელექტს დავარქმევ! “

წერენ მომხმარებლები კომენტარებში.