ფაშინიანი ირანის პრეზიდენტს: ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის როლი სომხურ-ირანული ურთიერთობების განვითარებაში

ფაშინიანი და ირანის პრეზიდენტი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს ირანელი თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„თქვენო აღმატებულებავ, დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ირანში მიმდინარე მოვლენებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და მოქალაქეებს შორის დაღუპულთა გამო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის როლი სომხურ-ირანული ურთიერთობების განვითარებაში.

ამ რთულ დროს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მალე დამყარდება მშვიდობა და სტაბილურობა.

ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ მოთმინებას, ჩვენს მეგობარ მეზობელს, ირანელ ხალხს კი მშვიდობასა და სიმტკიცეს “, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.