„ფაინენშალ თაიმსი“ - უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებული იქნება იმაზე, დაეთანხმება თუ არა კიევი თავისი ჯარების გაყვანას დონბასის არაოკუპირებული ნაწილებიდან

აშშ და უკრაინა

უკრაინისთვის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებული იქნება იმაზე, დაეთანხმება თუ არა კიევი თავისი ჯარების გაყვანას დონბასის არაოკუპირებული ნაწილებიდან, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებული იქნება კიევის თანხმობაზე სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

შეთანხმება, თავის მხრივ, ითვალისწინებს უკრაინული სამხედროების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების არაოკუპირებული ნაწილებიდან.

წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ასევე უკრაინას აცნობა, რომ შეუძლიათ, მათ უფრო მეტი შეიარაღება შესთავაზონ არმიის გასაძლიერებლად მშვიდობის პერიოდში, თუ ქვეყანა სამშვიდობო გეგმას დათანხმდება.