ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის შესაქმნელად რუსეთთან დიალოგი საჭიროა

ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ რუსეთთან უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის არქიტექტურის შესაქმნელად დიალოგის წარმოებაა საჭირო. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, კოშტამ ეს განცხადება პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრამდე გააკეთა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უნდა განიხილონ.

პარიზის შეხვედრა იმ დროს გაიმართება, როცა აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატები საუდის არაბეთში პირისპირ მოლაპარაკებების საწარმოებლად ჩავლენ. პარიზის შეხვედრის მონაწილეებს ტრამპის კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ სამხედრო ხარჯების გაზრდას ევროპაში, პასუხის გამეცა მოუწევთ.

როგორც The Financial Times-ი იუწყება, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ის პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, რათა უკრაინაში სამწლიანი ომი დაასრულოს. ამ გარემოებამ ევროპის დედაქალაქებს შიში გაუჩინა, რადგან, მხარეებმა, შესაძლოა, შეთანხმებას მათ გარეშე მიაღწიონ.

„თუ ტრამპს ნამდვილად სურს, რომ ევროპელებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, მაშინ რა თქმა უნდა, ევროპელები უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შემუშავებაში საკვანძო მოთამაშეები უნდა გახდნენ“, - თქვა კოშტამ.

„უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებების დროს საჭიროა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ რუსეთის არის გლობალურის საფრთხე. ის საფრთხეს მხოლოდ უკრაინას არ უქმნის“, - დასძინა მან.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის საჭიროა. მაგრამ უკრაინაში ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ის ევროპულ უსაფრთხოებას ეხება“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.