ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ევროპამ უნდა მოიპოვოს ყველა საშუალება, რათა თავი დაიცვას სამხედრო აგრესიისგან

ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოიპოვოს ყველა საშუალება, რათა თავი დაიცვას სამხედრო აგრესიისგან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა თავდაცვის გარეშე ილუზიაა.

„თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვრები რუკაზე მხოლოდ ხაზია, მაშინ რატომ უნდა სცეს პატივი სხვა რომელიმე ქვეყნის საზღვრებს?“ - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

„ახლა ცხადია, რომ ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსის დაცვის საუკეთესო გზა ნატოს ევროპული საყრდენის გაძლიერებაა - უფრო ავტონომიური, სუვერენული, ნაკლებად დამოკიდებული სხვებზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებზე“, - დასძინა მან.