წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ევროპაში ზომიერმა ზამთარმა მთელი რიგი სათხილამურო ტრასები სრულიად უთოვლოდ დატოვა, მოსახლეობა და ბიზნესი კლიმატის ცვლილებას ადანაშაულებენ.
სათხილამურო გზები დაიხურა და თოვლის ქვემეხები დარჩა გამოუყენებელი, იტალიის აპენინის მთებში.
„სათხილამურო კურორტს აკლია ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი: თოვლი“, - ჩივის ვინჩენცო რეგნინი, კომპანიის პრეზიდენტი, რომელიც მართავს ადგილობრივ ტრანსპორტს და საბაგიროებს.
იტალიური მწვანე ლობის Legambiente-ის თანახმად, იტალიური ბილიკების დაახლოებით 90 პროცენტი ახლა იყენებს ქვემეხებს, ხელოვნური თოვლის თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად, მაგრამ წყლის თოვლად გადაქცევას ნულ გრადუსამდე ტემპერატურა სჭირდება.
"გასულ კვირას ჩვენ გვქონდა 12 (ცელსიუსი, 54 ფარენჰეიტი)", - განმარტა რენინიმ.
საფრანგეთში, მოთხილამურეები თოვლის თხელ ზოლებზე ცურავდნენ, პატარა კურორტებზე, რომლებიც დაფარულია ნარინჯისფერი ბალახით - შემაშფოთებელი ტენდენცია, რადგან კურორტები ემზადებიან სეზონის პიკითვის.
კურორტები კონტინენტის მასშტაბით კვლავ ებრძვიან არასასეზონო თბილ ტემპერატურებს, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნის ფერდობებს დაბალ სიმაღლეებზე - და უკვე ბევრი დატოვა სამუშაოს გარეშე, გვაფრთხილებენ ექსპერტები.
დღეს ავსტრიაში ბილიკების დაახლოებით 70 პროცენტი იყენებს ხელოვნურ თოვლს ბილიკების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე - 50 პროცენტი შვეიცარიაში და 39 პროცენტი საფრანგეთში.




