ევროპის საბჭოს ასამბლეამ, რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს ასამბლეამ რამდენიმე წუთის წინ, უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას საქართველოს დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

რეზოლუციით, რომლის სახელწოდებაცაა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები“ ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მისი ხასიათის, მასშტაბისა და სიმძიმის გათვალისწინებით, წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების აშკარა დარღვევას. 

ასამბლეა სრულად გმობს ამ დანაშაულებს, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჩამდენი პასუხისგებაში იქნება მიცემული იქნება და რომ ასეთი დანაშაულების დაუსჯელობა მიუღებელია.

ასამბლეა ერთსულოვნად მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ და დამკვირვებელ სახელმწიფოებს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე.

ევროპის საბჭოს ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში მიმდინარეობს. ქართული დელეგაცია ზამთრის სესიაში აქტიურ მონაწილეობა იღებს.