ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ორბანის მოსკოვში ვიზიტი დაგმო

ევროპარლამენ

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც ასევე დაგმობილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი მოსკოვში. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„რეზოლუცია, რომელშიც ახლადარჩეული ევროპარლამენტის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი შესახებ პირველად არის დაფიქსირებული, ადასტურებს ევროდეპუტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს მხარი დაუჭიროს და გააფართოოს სასანქციო პოლიტიკა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ და აგრეთვე სისტემატურად აღმოფხვრას სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევები.

რეზოლუცია აგრეთვე გმობს 5 ივლისს შემდგარ ორბანის ვიზიტს მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ორბანი რუსეთში ევროკავშირს არ წარმოადგენდა. მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ზიანი მიაყენა.