ევროპარლამენტი ყოფილი დეპუტატებისთვის ლობირების წესების გამკაცრებას ცდილობს - მედია

ევროპარლამენტი

მექრთამეობის სკანდალის საპასუხოდ, ევროპარლამენტი ყოფილი ევროპარლამენტარებისთვის ლობირების წესების გამკაცრებას ცდილობს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

კერძოდ, ევროპის პარლამენტი გეგმავს, ყოფილ დეპუტატებს, უფლებამოსილების ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში ლობისტური საქმიანობა აუკრძალოს.

პროექტის თანახმად, ყოფილი დეპუტატები, რომლებსაც სურთ ლობისტური საქმიანობის განხორციელება, დაკარგავენ პარლამენტში შესვლის ავტომატურ უფლებას. ყოფილი პარლამენტარები საშვს მას შემდეგ მიიღებენ, რაც პარლამენტის გამჭვირვალობის რეესტრში ჩაეწერებიან.

გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, კანონპროექტზე მუშაობა აპრილში უნდა დასრულდეს.

ეს ნაბიჯი ე.წ. კატარგეიტის კორუფციული სკანდალის შემდეგ გადაიდგა. სკანდალი დეკემბერში დაიწყო. ამ დროს საუბარი იყო იმაზე, რომ ევროპარლამენტის ჩინოვნიკები, ლობისტები და მათი ოჯახები ყატარის, მაროკოსა და მავრიტანიის მთავრობების გავლენის ქვეშ იყვნენ კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულში.

გავრცელებულ სისხლის სამართლის საქმეში ცენტრალური ადგილი უკავია ყოფილ იტალიელ ევროპარლამენტარ ანტონიო პანცერის, რომელმაც აღიარა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარლამენტარებისთვის ფულის მიწოდებაში.

პარლამენტმა უკვე დადო პირობა, რომ განხორციელდება რეფორმების მთელი რიგი საგარეო გავლენის შესამცირებლად.

კატარი და მაროკო უარყოფენ სკანდალში მონაწილეობას.