ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მალე დასავლეთის ელიტა აღიარებს, რომ უკრაინას არ აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროდეპუტატმა ყურადღება გაამახვილა გამოცემა Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლითაც ზელენსკის მთავრობა ნახევრად ავტორიტარულად და უკრაინის ვერაგ მტრადაა შეფასებული.
ლასლო იმედოვნებს, რომ დასავლეთის ლიბერალური მედია მალე შეიმჩნევს, რომ ზელენსკიმ მედიისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი აკრძალა.
„როგორც ჩანს, საქმე საქმე მართლაც ცუდადაა, თუკი Politico ზელენსკის „ნახევრად ავტორიტარულობასა“ და „უკრაინის ვერაგ მტრობაზე“ წერს. ისინი თავიდანვე ომის პროპაგანდას უჭერდნენ მხარს. შესაძლოა, დასავლურმა ლიბერალურმა მედიამ მალე შეამჩნიოს, რომ ზელენსკიმ მედია და პოლიტიკური პარტიები აკრძალა.ასევე საჭიროა ყურადღება გამახვილდეს უმცირესობათა შევიწროებასა და ჯარში გაწვევის მკაცრ მეთოდებზე. უნგრელების უმეტესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. შესაძლოა, დასავლური ელიტისთვის მალე ნაკლებად უხერხული იყოს იმის აღიარება, რომ ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის“, - დაწერა ლასლომ.