ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს რამდენიმე დღეში დანიშნავს

ელისეის სასახლე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს რამდენიმე დღეში დანიშნავს. აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია წერს.

როგორც „ფრანს 24“ იუწყება, ელისეს სასახლის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა „მხედველობაში მიიღო“ ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება ფრანსუა ბაირუს მთავრობის დაშლის შესახებ და განაცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი „უახლოეს რამდენიმე დღეში“ დაინიშნება.

საფრანგეთის პარლამენტში დღეს გამართულ კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.