1757179938
მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის, მგზავრი ლიანდაგებიდან ამოყვანილია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა უახლოეს წუთებში აღდგება.
ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები და სამართალდამცველები. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.