1769027328
ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს - დონალდ ტრამპი
ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ევროპამ უნდა დააღწიოს თავი იმ კულტურას, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნა. საშინელებაა, რასაც ისინი საკუთარ თავს უკეთებენ, ისინი საკუთარ თავს ანადგურებენ", - განაცხადა შტატების პრეზიდენტმა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების ლიდერების კრიტიკისთვის გამოიყენა, დარბაზში შეკრებილ ადრესატებს აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა, რომ მათმა პოლიტიკამ კონტინენტი კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა. ამის მიზეზად კი ტრამპმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგულაციები, საიმიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა.












