1769027328
ამოძირკვული ხეები, ნაპირზე გამორიყული იახტები და სათევზაო გემები - მალტაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
სტიქია მალტაში - სამხრეთ ევროპაში მდებარე ჯუჯა სახელმწიფოს ციკლონმა გადაუარა. ძლიერ ქართან ერთად თითქმის 24 საათის განმავლობაში იყო კოკისპირული წვიმაც.
სტიქიამ ამოძირკვა ხეები, ნაპირზე გამორიყა იახტები, სათევზაო გემები, სერიოზული ზიანი მიადგა ზღვისპირა რესტორნებს. შეფერხდა გადაადგილება.
ოფიციალური ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ საათში 100 კილომეტრს გადააჭარბა. დაწყებულია ზიანის დათვლა.











