1769027328
ტრამპი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არ შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი.
„უნდა გავარკვიოთ, სად არიან ახლა ისინი და რას უპირებენ ბირთვულ იარაღს. მათ არ შეუძლიათ შექმნან ატომური იარაღი. მათ უნდა შეაჩერონ ბირთვული იარაღის შექმნა“, - განაცხადა ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუს დროს.
თეთრი სახლის ლიდერი აგრეთვე ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ის თეირანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა, ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეების მოკვლა გადაიფიქრა.
„ისინი 837 ადამიანის ჩამოხრჩობას აპირებდნენ. მე მათ ვუთხარი: „თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ“, - დასძინა ტრამპმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის ხელისუფლება ხალხს ქუჩებში აღარ მოკლავს.











