ევროკომისიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკომისია

ევროკომისიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ევროპის ომბუდსმენი, ტერეზა ანინიუ, ურსულა ფონ დერ ლაიენის საიდუმლო მიმოწერით დაინტერესდა.

Berliner Zeitung-ის ინფორმაციით, საქმე ეხება დახურულ ჩატს, სადაც ფონ დერ ლაიენი ვლადიმირ ზელენსკისთან, ემანუელ მაკრონთან, ფრიდრიხ მერცთან და სხვა ლიდერებთან ერთად, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის სტრატეგიებს განიხილავდა.

გამოძიების მთავარი სამიზნე თავად ევროკომისიაა - გამოცემა აღნიშნავს, რომ უწყებამ გამჭვირვალობის წესები დაარღვია და მედიას მიმოწერაზე წვდომა დაუბლოკა, მიზეზად კი საერთაშორისო ურთიერთობების დაზიანების საფრთხე დაასახელა.

რა იმალება ლიდერების ფარულ ჩატში? პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გაგრძელდება.