1744223238
"ეი ექსპრესი" - ევროკომისიამ აღიარა, რომ ევროკავშირის ფონდები გამოყენებული იყო მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები"

"ევროკომისიამ აღიარა, რომ ევროკავშირის ფონდები გამოყენებული იყო მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები" - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა "ეი ექსპრესი" ავრცელებს.
გამოცემის განმარტებით, საუბარია თანხებზე "ლაიფ" პროგრამიდან, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 9 მილიარდი ევროა და ის გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.
ევროკომისიამ ბრალდებაზე მოკლე განცხადება გაავრცელა:
"კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას", - აღნიშნულია ტექსტში.