„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
ევროკომისიამ გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, რომლებიც მომავალში უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად ჩაითვლებიან. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოებიც.
სიაში შვიდი ქვეყანა შედის. ესენია: კოსოვო, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრანტების თავშესაფრის მოთხოვნებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაჩქარებული წესით განიხილავენ, რადგანაც აღნიშნული ქვეყნებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსი დაბალია.
ევროკომისიის გადაწყვეტილების თანახმად, დაჩქარებული პროცედურა, მაქსიმუმ, სამ თვეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა თითოეული თავშესაფრის მოთხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილონ, იმის მიუხედავად, პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდანაა თუ არა.
აღსანიშნავია, რომ ახლა აღნიშნული სია ევროპარლამენტმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.
ამასთან, ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ასევე ჩაითვლებიან უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად.
გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც კონფლიქტებთან დაკავშირებული ძალადობა ფიქსირდება, ან რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირის სანქციებია დაწესებული, ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიდანაც მიღებული თავშესაფრის მოთხოვნების დაკმაყოფილების დონე 20 პროცენტზე მეტი იქნება.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროპის საზღვრების უკანონო კვეთის შემთხვევათა რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30 პროცენტზე მეტით შემცირდა.