დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ეს ორმაგი სტანდარტია. ევროკავშირი მუდმივად აკრიტიკებს საქართველოს და არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც, სადაც ევროკავშირს ჩარევა სურს. ევროკავშირში „ენჯეოებისთვის“ გამჭვირვალობას ითხოვენ, თუმცა როცა სხვა ქვეყანას სურს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა, მაშინ ეს პრობლემაა. ისინი ამას რუსულ კანონებს ადარებენ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროელიხმა ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე.
მისი თქმით, თვალთმაქცობაა, როდესაც ევროკავშირი საქართველოში მიღებულ კანონს რუსულ უწოდებს და თავად ანალოგიურ კანონს ამკაცრებს.
„ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკური მიზეზების გამო აკრიტიკებს. საქართველოს ხალხმა შენიშნა, თუ რა ხდება უკრაინაში და არ უნდა, რომ მეორე უკრაინა გახდეს. მეორეს მხრივ, საქართველოს მმართველი პარტია„ ქართული ოცნება“ წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც რეალურად ევროპული ღირებულებები იყოს, თუმცა გაკრიტიკებულია ევროკავშირის მეინსტრიმის მხრიდან.
ქართველ ხალხს უყვარს თავისი ქრისტიანული მემკვიდრეობა და მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ევროკავშირი ამ ღირებულებების მხარეს არ დგას.
რა თქმა უნდა ეს არის დასჯა. ასევე თვალთმაქცური მიდგომაა, ვინაიდან ევროკავშირი ოფიციალურად მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, სხვა სახელმწიფოებისა და კულტურის პატივისცემას. თუმცა როცა ქვეყანა ცდილობს საკუთარი კულტურა და მემკვიდრეობა შეინარჩუნოს, მაშინ ევროკავშირი ამაში ჩარევას ცდილობს. ეს არის მორალური იმპერიალიზმი, რადგან ირწმუნებიან რომ მრავალფეროვნებას ემხრობიან, თუმცა მიუღებელია ის მრავალფეროვნება, რომელიც მათ მონო-კულტურას ეწინააღმდეგება. ასე, რომ აქ ბევრი თვალთმაქცი ადამიანი გვყავს“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.
ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.