რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა გადადო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელი მაღალჩინოსნები წინააღმდეგი იყვნენ, რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვაც შესულიყო სანქციების მე-17 პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი ივნისამდე გამოაცხადებს. კომისიამ რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვის იდეა ბოლოს იანვარში განიხილა.
ასევე, კომისიას სურს, შეიმუშაოს ახალი გზამკვლევი, რომელმაც 2027 წლისთვის უნდა დაასრულოს ბლოკის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. „როიტერი“ აღნიშნავს, რომ გეგმის გამოცხადება მაისის დასაწყისშია დაგეგმილი, თუმცა ძალიან ცოტა დეტალია ცნობილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურდა ევროკავშირს მეტი ამერიკული გაზი შეესყიდა და როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირში მაღალჩინოსნები ამას განიხილავენ, როგორც შესაძლო მოლაპარაკების ინსტრუმენტს აშშ-ის ადმინისტრაციის დასარწმუნებლად, რომ მან ევროკავშირზე დაწესებული ტარიფები გააუქმოს.