3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
1771862148
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუს მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდა რვა პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე, ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა რეპრესიებში.
ე.წ. შავ სიაში შეყვანილ პირთა შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები და რამდენიმე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.
სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ პირთა აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას, მათ შორის ტრანზიტულ მგზავრობას და ევროკავშირის კომპანიებისთვის და მოქალაქეებისთვის შავ სიაში მყოფ პირებთან საქმიანი ურთიერთობების აკრძალვას.