2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან ან საზღვართან ახლოს მდებარეობენ, შეიმუშავებენ წინადადებას მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ ჰელსინკის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მასპინძელი ქვეყნის, ფინეთი პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის „აღმოსავლეთ ფლანგის“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთისა და რუმინეთის ლიდერები, რომლებიც მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ სამიტამდე ძლიერ სიგნალს გააგზავნიან.
„ევროპული თავდაცვის გაძლიერება არ მოხდება და არ გაგრძელდება, თუ ჩვენ, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე მყოფი სახელმწიფოები, არ გავაგონებთ ჩვენს ხმას და არ ავხსნით ჩვენს რეალობას. ფინეთი, სხვა აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის ძალისხმევაში, რათა ეს საკითხები ევროპული დღის წესრიგის სათავეში დაეყენებინა და ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ“, – აცხადებს ფინეთის პრემიერი.
ამასთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, მხარი დაუჭიროს წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალურ ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ევროკავშირს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალური ძალისხმევის მხარდაჭერაში, მაგალითად, დაფინანსების განსაზღვრით, რეგულაციების გამარტივებით და სამხედრო მობილობის გაზრდით“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.