„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის ახალ კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
„ეს დირექტივა განაახლებს და გააძლიერებს ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში“, – განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა, პეტერ ჰუმელგაარდმა.
კერძოდ, საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც ადგენს წევრი სახელმწიფოების სისხლის სამართლის კოდექსში კორუფციული დანაშაულის განსაზღვრისა და სასჯელის მინიმალურ სტანდარტის დასადგენად. ახალ კანონი ასევე მოიცავს ზომებს კორუფციის პრევენციისთვის და წესებს უფრო ეფექტიანი გამოძიებისთვის. ახალი კანონი ევროკავშირის ფარგლებში ადგენს სტანდარტებს, რათა ყველა წევრ ქვეყანაში რიგი ქმედებები იყოს კრიმინალიზებული ერთნაირად. კერძოდ, სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად მთელი ევროკავშირის ფარგლებში მიიჩნევა მოსყიდვა სახელმწიფო და კერძო სექტორებში, მითვისება, გავლენით ვაჭრობა, სამართლისთვის ხელის შეშლა, კორუფციული დანაშაულებებით გამდიდრება და ასევე სახელმწიფო მოვალეობების შესრულების დროს სხვა სერიოზული დარღვევები.
კორუფციული დანაშაულების ერთიანი განსაზღვრის გარდა ასევე უნდა დაწესდეს ერთნაირი სასჯელები ამგვარი ქმედებების ჩადენისთვის. საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ შეთანხმებული კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს კორუფციის შესამცირებლად, მათ შორის შესაბამისი ორგანოების შექმნა, რომლებსაც დაევალებათ კორუფციის პრევენცია და აღკვეთა, იმ სექტორებისა და პროფესიების გამოვლენა, სადაც კორუფციის რისკი ყველაზე მაღალია და ზომების შემუშავება ამ რისკების პრევენციისთვის.
ევროკავშირის ახალი კანონი ჩაანაცვლებს ევროკავშირში ამჟამად არსებულ ორ კანონს – 2003 წლის კანონს კერძო სექტორში კორუფციის შესახებ და ევროკავშირის 1997 წლის კონვენციას, რომელიც ეხება კორუფციაში ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნების ჩართულობას. ამოქმედებამდე წინასწარი შეთანხმება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ.