18 დეკემბერს შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1765992961
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წოდორეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ზემო ლისი, ბევრეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები და მიმდებარე სოფლებში; 18:00-დან 21:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში პლატინის, მუხათგვერდის, ჯვრის ასახვევის, სოფელ გლდანის და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.