ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა სანქციების მომავალ პაკეტებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვაზე უარი თქვეს - Reuters

ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის სანქციების მომავალ პაკეტებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვაზე უარი თქვეს. ინფორმაციას Reuters-ი წერს. 

როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის გადაწყევეტილების მიზეზი, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობების წინააღმდეგობა გახდა, რომლებმაც თხევადი ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიული წყაროების მოძიების კუთხით გაურკვევლობა გამოხატეს.

ევრომისიამ უნდა, შეიმუშაოს ახალი გზამკვლევი, რომელმაც 2027 წლისთვის უნდა დაასრულოს ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. გეგმის გამოცხადება მაისის დასაწყისშია დაგეგმილი.