საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ევროკავშირის მილიტარიზაციის გეგმებზე საპასუხოდ, რუსეთს შესაძლოა, დასჭირდეს მოქმედება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი პროცესს ყურადღებით აკვირდება, რადგან ევროკავშირი რუსეთს თავის მთავარ მეტოქედ წარმოაჩენს.
პესკოვის მტკიცებით, ევროკავშირის მილიტარიზაცია უმთავრესად რუსეთის წინააღმდეგ ხდება, რაც ღრმა შეშფოთებას იწვევს.
„და, რა თქმა უნდა, ასეთი კონფრონტაციული რიტორიკა და კონფრონტაციული აზროვნება, რომელსაც ახლა ვხედავთ ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში, სერიოზულად ეწინააღმდეგება უკრაინის ირგვლივ მშვიდობიანი მოგვარების პოვნის განწყობას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ სტამბოლის 2022 წლის პროექტი შეიძლება იყოს საწყისი წერტილი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185