რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ვენესუელაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემა კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზაა“.
„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მონაწილეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და უზრუნველყოფილი იყოს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბლოკის 26 წევრი სახელმწიფოს სახელით გავრცელდა.
ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ ფლობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და მხარს უჭერდა დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას ვენესუელის სუვერენიტეტის პატივისცემით, აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკავშირში იზიარებენ „ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის პრიორიტეტს“, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ პრობლემები უნდა გადაიჭრას „თანამშრომლობის გზით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემით“.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი კონტაქტზეა აშშ-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც „თავად ვენესუელელების ხელმძღვანელობით კრიზისის დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი მოგვარების საწინდარი გახდება“.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ კი დელსი როდრიგესი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დანიშნა.
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754