„შობის ღამე ჯადოსნურია, ყველა სურვილი სრულდება... 12 საათისთვის მზად იყავით!“ - ინფორმაცია ასტროლოგიით დაინტერესებულებისთვის

შობა

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი შობის დღეს დაკავშირებით ასტროლოგიით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

„შობის ღამეს ყველა სასწაული სრულდება. ეს არის განსაკუთრებულად ჯადოსნური ღამე. კარგად დაფიქრდით, რა გინდათ და ღამის 12 საათზე მზად იყავით, ჩამოწეროთ ფურცელზე თქვენი სურვილებიც. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ ის, რაც ჩამოწერეს წინა წელს, ყველა სურვილი აუსრულდათ. დაფიქრდით, რა გსურთ მართლა გულით და არა სხვებისგან მოხვეული სურვილები. დაფიქრდით, რომ მზად იყოთ,“ - ამბობს თაკო მელიქიშვილი.