1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს, რომ „ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს“.
"რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო გზას ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად," - წერს ჟოზეფ ბორელი Twitter-ის გვერდზე.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა.
Russia’s decision to suspend participation in the Black Sea deal puts at risks the main export route of much needed grain and fertilisers to address the global food crisis caused by its war against Ukraine.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) October 30, 2022
The EU urges Russia to revert its decision.