ევროკავშირი არ უნდა შეუშინდეს სიახლეს კანადისთვის შეთავაზებულ ასოცირებული წევრობის უპრეცედენტო სტატუსთან დაკავშირებით - რობერტა მეცოლა

მეცოლა

ევროკავშირი არ უნდა შეუშინდეს სიახლეს კანადისთვის შეთავაზებულ ასოცირებული წევრობის უპრეცედენტო სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროპას არასდროს შეშინებია ახალი გზების გაკვალვისა და ახალი ჰორიზონტების შექმნის. მან ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის როლს კანადასთან სავაჭრო შეთანხმების (CETA) რატიფიცირების პროცესში.

მეცოლამ ასევე განაცხადა, რომ კანადასთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება და ამ კონტექსტში ევროკავშირის ისეთ წამყვან პროგრამებზე მიუთითა, როგორიცაა „ერაზმუსი“ და „ჰორიზონტი“.