Euronews: უკრაინა ნატოს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდებს რუსეთის სასტიკი დაბომბვის შემდეგ

მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა მოუწოდებს პარტნიორებს, მიაწოდონ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები მას შემდეგ, რაც 2 ივლისს განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო თავდასხმამ, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - წერს Euronews-ი.

იმ ფონზე, როდესაც ნატოს მოკავშირეები ანკარაში შესაკრებად ემზადებიან, კიევი მათ მოუწოდებს, არ დააყოვნონ უკვე დაპირებული დახმარება.

კიევი თითქმის 40 პარტნიორ ქვეყანას მოუწოდებს, ივლისში გადაუდებლად გადასცენ „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები საკუთარი არსენალებიდან, სანაცვლოდ კი სთავაზობს, რომ ეს მარაგი მოგვიანებით იმ რაკეტებით შეავსონ, რომლებიც უკვე შეკვეთილია და უკრაინაში უნდა ჩავიდეს.

„თუ ჩვენი პარტნიორები დროულად მოგვაწვდიდნენ იმას, რასაც დაგვპირდნენ, ჩვენ შევძლებდით მეტი სახლის და, გულახდილად რომ ვთქვათ, მეტი სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.