1788242698
euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა საგარეო პოლიტიკაზე „ობსტრუქციული“ ვეტოს გაუქმებას მოითხოვს
ევროკავშირის 11 ქვეყანა საგარეო პოლიტიკაზე „ობსტრუქციული“ ვეტოს გაუქმებას მოითხოვს.
ავსტრია, დანია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვნებიდან კვალიფიციურ უმრავლესობაზე გადასვლის იდეის შესწავლას ცდილობენ.
ქვეყნების ჯგუფი ამტკიცებს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპი პრიორიტეტული უნდა იყოს.
„კავშირის კონსენსუსის კულტურა მისი ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსენსუსისკენ სწრაფვას, სადაც ეს შესაძლებელია. თუმცა ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონსენსუსის ეს კულტურა ხელს უწყობდეს საერთო მოქმედებას და არა ხელს უშლიდეს მას – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ლეგიტიმურობა, მაგრამ არა – ძალა“, – ნათქვამია ქვეყნების წერილში, რომელიც ევროკავშირში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისადმი იყო გაგზავნილი.
ევროკავშირის წესების თანახმად, საგარეო პოლიტიკა მკაცრად რეგულირდება ერთსულოვნებით, რაც ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელები შეუკრას დანარჩენ 26 წევრ სახელმწიფოს.









