,,ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ…” - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1769162940
mაზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Euronews-ი.
"დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა ხელი მოაწერა გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას Brookfield Asset Management-თან, BlackRock-თან და GIP-თან. გაფორმებული შეთანხმებები მიზნად ისახავს არსებული ურთიერთობების გაფართოებას - მის გარდაქმნას სტრუქტურირებულ, ფართომასშტაბიან თანამშრომლობად. ამასთან. მისი მიზანია, გახსნას კარი მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადებისა და ექსპერტიზის ინფრასტრუქტურაში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის სფეროში. ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, SOFAZ და მისი პარტნიორები გეგმავენ ინვესტიციებისა და თანაინვესტირების შესაძლებლობების შესწავლას მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში. [თანამშრომლობის] ერთ-ერთი მთავარი მიზანია Brookfield-ის, BlackRock-ისა და GIP-ის გლობალური გამოცდილების გაზიარება კომერციულად მდგრადი, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული და ციფრული პროექტების შესამუშავებლად", - წერს Euronews-ი.